ოზურგეთი-თბილისის მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა
ოზურგეთი-თბილისის მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში „პუბლიკას“ ეუბნებიან, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ასცდა ლიანდაგს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა და შემთხვევის გამომწვევი მიზეზის დადგენა”, – აღნიშნავენ რკინიგზაში.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები