გაუმართავ მანქანაზე ტექდათვალიერების დადებითი დასკვნა გასცა – პასუხისგებაში მიეცა ორი პირი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა კომერციული სარგებლის მიღების მიზნით, ტექსნიკურად გაუმართავ ავტომანქანაზე ინსპექტირების დადებითად გავლის ანგარიში გასცა. უწყების ცნობით, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამხადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მიეცა.


"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომელთაგან ერთ-ერთი მუშაობდა ქ. თბილისში მდებარე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში ინსპექტორის თანამდებობაზე და ევალებოდა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ჩატარება, მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, მოქალაქეს მოსთხოვეს გარკვეული თანხა, რის სანაცვლოდაც ტექნიკურად გაუმართავ ავტომანქანაზე გაცემულ იქნა ინსპექტირების დადებითად გავლის ანგარიში, რა დროსაც მოხდა მათი მხილება" - წერია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე და 362-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4- წლამდე ვადით.

წყარო: ტაბულა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები