ქობულეთში განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქობულეთში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი – წარსულში ნასამართლევი, 1977 წელს დაბადებული ლ.გ. დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქობულეთში ნაცნობს – 1993 წელს დაბადებულ თ.გ-ს, მათ შორის არსებული უთანხმოების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი კაცი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

ლ.გ. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები