ფონიჭალაში ახალგაზრდა ქალმა შეყვარებული დაჭრა
ფონიჭალაში 28 წლის ქალმა შეყვარებული დაჭრა.

არსებული ინფორმაციით, წყვილს შორის ჩხუბი სტუმრად ყოფნის დროს დაიწყო, რასაც კორპუსის ეზოში, დაჭრა მოჰყვა.

ადგილობრივები ყვებიან, რომ ქალმა 30 წლამდე პარტნიორს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა და ადგილიდან მიმალვას ცდილობდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სამართალდამცავებმა დააკავეს ახალგაზრდა ქალიც.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები