„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონი ასამარებს დასავლურ მომავალს - მედიების განცხადება
დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები "ქართული ოცნების" მიერ "რუსული კანონის" პარლამენტში ხელმეორედ ინიცირებას ეხმიანებიან და თავისუფლებაზე თავდასხმის შეწყვეტისაკენ მოუწოდებენ.

მედიის წარმომადგენლები თვლიან, რომ რუსული კანონის მზანი დამოუკიდებელი, კრიტიკული და მიუკერძოებელი მედიების და არასამთავრობო ორგანიზაციების გაქრობაა.

გთავაზობთ განცხადებას:

"ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოგვატყუა და მწვავე სახალხო პროტესტის შედეგად ერთი წლის წინ ჩაგდებული რუსული კანონი, წინასაარჩევნოდ უკან დააბრუნა.

რუსული კანონის მთავარი მიზანია დამოუკიდებელი საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების განადგურება, თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, ტოტალური კონტროლის დამყარება საზოგადოებრივ აზრზე, იმ მედიის გაქრობა, რომელიც ხელისუფლებას ამხელს კორუფციაში, ნეპოტიზმში, სიღატაკეში, ადამიანის უფლებების დარღვევაში, დაპირებების შეუსრულებლობაში. 

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონი გარიყავს ჩვენს ქვეყანას ევროპული ოჯახისგან, ასამარებს დასავლურ მომავალს;

რუსული კანონმა რუსეთში გაანადგურა დამოუკიდებელი მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ჩაახშო კრიტიკული აზრი, რუსი ჟურნალისტები და აქტივისტები დააპატიმრეს, მოკლეს და ვინც ცოცხალი დარჩა, განდევნეს. რეჟიმის წინაშე რუსეთში საზოგადოება დარჩა სრულიად დაუცველი.

ჩვენ არ დავუშვებთ რუსული კანონის მიღებას, ბოლომდე გავუწევთ წინააღმდეგობას და მოვუწოდებთ „ქართულ ოვნებას“ „შეწყვიტოს თავისუფლებაზე თავდასხმა".


"ქართულიული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს, 3 აპრილს, განაცხადა, რომ ხელისუფლება ერთი წლის წინ ჩაგდებულ "რუსულ კანონს" უკან აბრუნებს და საპარლამენტო მოსმენებს დაიწყებს.

ფოტო: ნეტგაზეთი 


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები