აქციაზე დაკავებულ სკოლის მოსწავლეს სასამართლომ 2 200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ მე-12 კლასელ სანდრო ჯოხაძეს სასამართლომ 2 200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ინფორმაცია ტაბულას თბილისის საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს.

ჯოხაძეს, რომელიც, მისივე თქმით, პოლიციამ დააკავა, დროშა წაართვა და გაუთელა, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებასა და კორდონის გარღვევაში სდებდნენ ბრალს.

წყარო: ტაბულა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი
პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები