67 796 ლარად მარეთში მინი სტადიონი მოეწყობა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთში კომბინირებული მინი ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნის მოწყობისათვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.

სოფელ მარეთში მინი სტადიონის მოწყობისათვის მარნეულის მერიამ 67 796 ლარი გამოყო.

ტენდერის მიხედვით, კომბინირებული მინი ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნის მოწყობა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა დაასრულოს.

მარნეულის მერიამ მარეთში მინი ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნის მოწყობისათვის ტენდერი 3 აპრილს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 12-დან 15 აპრილამდე პერიოდში შეეძლებათ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია