მარნეულელი სპორტსმენები თბილისში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობისთვის ემზადებიან
მარნეულელი სპორტსმენები 1-3 ნოემბერს ქალაქ თბილისში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობისთვის ემზადებიან. ამის შეახებ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „საიოკანის“ ფედერაციის პრეზიდენტმა ფაიგ მამედოვმა განაცხადა.

მისი თქმით, შეჯიბრი კიკ ბოქსში, ტაი ბოქსში და საიოკანის სახეობებში ჩატარდება. ამ შეჯიბრზე მარნეულიდან ორი სპორტული კლუბი მიიღებს მონაწილეობას.

„ამ კლუბებიდან ერთ ჩემია. მეორე კი როიალ გარაბაღლის ეკუთვნის. ჩემი კლუბიდან ხუთი სპორცმენი მიიღებს მონაწილეობას“ - ამბობს ფაიგ მამედოვი

„საიოკანის“ ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, მისი ორგანიზებით საიოკანის სახეობაში ევროპის ჩემპიონატი პირველად ჩატარდება.

ფაიგ მამედოვმა ისიც აღნიშნა, რომ ამ ჩემპიონატზე მონაწილეობის სურვილის მქონე ფედერაციებს თავიანთი სპორტის სახეობის შეჯიბრში შეტანა შეუძლიათ.

ქალაქ თბილისში შეჯიბრზე საქართველოსთნ ერთად აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი, ერაყი და სომხეთიც მიიღებს მონაწილეობას.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები