საქართველოს სპორტსმენები იტალიაში ჩასატარებელი
შეჯიბრისთვის ემზადებიან
შეჯიბრი დეკემბერში, იტალიის დედაქალაქ რომში ჩატარდება. ამის შესახებ
ინფორმაცია რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „გიორარხის“ სპორტული კლუბის
მთავარმა მწვრთნელმა და ორგანიზაცია WFMC-საქართველოს უფროსმა ტოფიგ
აკბეროვმა გვითხრა.
მისი თქმით, ამ შეჯიბრში 10-მდე სპორტსმენის მოანწილეობას გეგმავენ და
იმედოვნებს, გაამრჯვებას აუცილებლად მოიპოვებენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სპორტსმენებმა 18-20 ოქტომბერს
გერმანიის ქალაქ ნორდჰორნში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე 3 ოქროს, 2
ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალით მოიპოვეს. შეჯიბრი მსოფლიო ბრძოლის
სახეობების ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.