გარდაბნელმა სპორტსმენმა სტამბოლში გამართულ შეჯიბრზე გაიმარჯვა
თურქეთის ქალაქ სტამბოლში „ონჯუ ფაიტის“ თასისთვის კიგბოქსინკის შეჯიბრზე მონაწილე გარდაბნელმა სპორტსმენმა, ელნურ ველიევმა, გამარჯვება მოიპოვა. შეჯიბრი 20 ნოემბერს ჩატარდა. ამის შესახებ „აზერბაიჯანელთა სპორტსმენთა კავშირის“ თავმჯდომარე ტოფიგ აკპეროვმა გვითხრა. მისი თქმით, შეჯიბრი ნუსრათ ონჯუს ორგანიზებით ჩატარდა.

„ამ შეჯიბრზე საქართველოდან ერთი სპორტსმენი იყო ჩართულ. ეს 17 წლის გარდაბნელი ელნურ ველიევია. მან ახალგაზრდებს შორის ბრძოლაში გაიმარჯვა. გვასახელა. ჩვენი კავშირის სახელით მას და მის მწვრთნელს მადლობას ვუხდით. ეს პროფესიონალური შეჯიბრი იყო და ბევრი ქვეყნიდან იყვნენ ჩამოსულები.“

აკპეროვის თქმით, ელნურ ველიევმა მომდევნო შეჯიბრებისთვისაც მოიპოვა ლიცენზია.

ელნურ ველიევის მთავარი მწვრთნელი ჰაჯი ველიევია. სპორტსმენი შეჯიბრზე მისი ხელმძღვანელობით გაემგზავრა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები