მარნეულელი სპორტსმენები თბილისში ჩატარებული შეჯიბრიდან 20 მედლით დაბრუნდნენ

მარნეულელმა სპორტსმენებმა 27-28 ნოემბერს ქალაქ თბილისში ჩატარებულ მუაიტაის სახეობის ღია ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა.

ტურნირში სულ 120 სპორტსმენი შეუერთდა, აქედან 26 მარნეულიდან. მარნეულელი სპორტსმენებიდან 11-მა ოქროს, შვდმა ვერცხლის, ხოლო ერთმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას საიოკანის ფედერაციის პრეზიდენტმა ფაიგ მამედოვმა განაცხადა, რომ შეჯიბრი კიკბოქსინგის და თაიბოქსის სახეობებში ჩატარდა. მარნეულიდან კი მასში ორი სპორტული კლუბი იღებდა მონაწილეობას.

„ამ კლუბებიდან ერთის ხელმძღვანელი მე ვარ. მეორეს კი მუშფიგ ალიევი ხელმძღვანელობს. ჩემი კლუბიდან 9 სპორტსმენმს ოქროს, შვიდმა ვერცხლის, ორმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. მუშფიგ ალიევის გუნდიდან კი ორმა სპორტსმენმა ოქროს მედალი მიიღო. თბილისში ორგანიზებულ ტურნირზე, მარნეულთან ერთად, თბილისიდან და გორიდანაც იყვნენ სპორტსმენები. საერთო ჯამში, თბილისში ჩატარებულ შეჯიბრზე 6 გუნდი იღებდა მონაწილეობას. გუნდების მიხედვით პირველ ადგილზე მარნეულელი სპორტსმენები გავიდნენ“, - აცხადებს ფაიგ მამედოვი

ფაიგ მამედოვის განცხადებით, სპორტული გუნდი 9-11 დეკემბერს ქალაქ თბილისში გასამართ ჩემპიონატისათვის ემზადება. შეჯიბრი WAKO კიკბოქსინგის სახეობაში ჩატარდება.

პირველი ადგილის მფლობელები:
  • მამედოვი აბდულა 20 კგ
  • მურადოვი ეთიბარ 30 კგ
  • ისმაილოვი საიდ 33 კგ
  • კარაქმაზლი ენვერ 43 კგ
  • ხალილოვი ფერიდ 60 კგ
  • მამედოვი ასიმ 35 კგ
  • ალექბეროვი რევან 50 კგ
  • ჰუსეინოვი ელშად 45 კგ
  • ჰუსეინოვი ისნარ 57 კგ
  • ალიევი რუსტამ 47 კგ
  • ხუდიევი მუჰამედ 54 კგ
მეორე ადგილის მფლობელები:
  • გარაჯაევი შუქურ 44 კგ
  • გარაჯაევი ოქან 37 კგ
  • სადიგოვი რომან 45 კგ
  • ისმაილოვი თურალ 34 კგ
  • ისმაილოვი თუნჯაი 44 კგ
  • მუსაევი უმიდ 46 კგ
  • ალაზოვი ნიჯათ 40 კგ
მესამე ადგილის მფლობელები:
  • ფირვერდიევი ამინ 33 კგ
  • ფირვერდიები ნიჯათ 35 კგ

 

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები