აზერბაიჯანის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები მარნეულში სპორტსმენებს შეხვდნენ (ფოტო)
აზერბაიჯანის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები, რომლებიც საქართველოს ქალაქ ბაკურიანში იმყოფებიან ვარჯიშებისათის, მარნეულს 23 იანვარს ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ჩაის სახლში სპორტის სკოლა „ოლიმპი“ს მოსწავლეებს შეხვდნენ. ამის შესახებ სასპორტო სკოლის ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის მწვრთნელმა ელჩინ მუსტაფაევმა მარნეულის რადიოსთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მის სტუდენტებს სტიმული მისცა მარნეულში ცნობილი აზერბაიჯანელი სპორტსმენების ვიზიტმა.

„რადგან აზერბაიჯანიდან სპორტსმენებს კვირას თავისუფალი დრო ჰქონდათ, ისინი ჩვენს რეგიონს ესტუმრნენ. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი რაფიგ ჰუსეინოვი, წარმოშობით დმანისელი, სანან სულეიმანოვი, ელდანიზ აზიზლი და ორხან ნურიევი ჩვენს მოწაფეებს შეხვდნენ. ჩვენი სტუდენტებისთვის ეს შეხვედრა მოულოდნელი იყო. იმიტომ, რომ ჩვენმა სტუდენტებმა ნახეს ისინი ტელევიზორში და სოციალურ მედიაში. მაგრამ ახლა მათ ფიზიკურად ნახეს სპორტსმენები. სტუდენტები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მომავალში ისინი გახდებიან ცნობილი სპორტსმენები. ამ შეხვედრამ გაახალისა ჩვენი სტუდენტები. ისინი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონებს შეხვდნენ. ეს შეხვედრა კარგი იყო“, - განაცხადა ელჩინ მუსტაფაევმა.

შეხვედრის შემდეგ სპორტსმენები „ჩაის სახლში“ მოქმედ კურსებს გაეცნენ.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები საქართველოს ნაკრებთან ერთად საწვრთნელ ბანაკს ბაკურიანში ატარებს. ვარჯიში 7 იანვარს დაიწყო და 27 იანვარს დასრულდება.


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები