ფეხბურთში გოგონების ამხანაგურ შეჯირში სოფელ წერეთლის საჯარო სკოლის გუნდმა გიმარჯვა
მარნეულის მუნიციპალიტეტში, სამ აპრილს ახალგაზრდების ინიციატივით, სოფელ მარეთის სტადიონზე, ფეხბურთში გოგოების ამხანაგური შეჯიბრი გაიმართა.
შეჯიბრში მონაწილეობა, მარნეულის რვას სკოლის გოგონების გუნდმა მიიღო. როგორც რადიო ,,მარნეულთან", მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი მარიამ სმხარძე აცხადებს, შეჯიბრის იდეა მარადისელ ახალგაზრდებს ეკუთვნოდა, მისი თქმით, პირველ ადგილზე სოფელ წერეთლის საჯარო სკოლის გოგონათა ფეხბურთის გუნდი გავიდა, მეორეზე დაშტაფას, ხოლო მესამეზე დიოკნისეს საჯარო სკოლის გუნდი.

,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, ქვემო ქართლში, არის გაეროს მოსახლეობის ფონდის პარტნიორი. რომელსაც აქვს ინიციატივა ახალგაზრდების სოციალური ცვლილებებისთვის. ამ ინიციატივის მიზანია გენდერული სტერეოტიპები, სოციალური ნორმების შეცვლა. ახალგაზრდებს მარნეულში, ჩავუტარეთ ოთხ დღიანი ტრენინგი, შემდეგ ისინი დაიყვნენ ჯგუფებად. ჩვენ თითოეულ გუნდს ვუფინანსებთ ინიციატივას. ამ შემთხვევაში მარადისელი ახალგაზრდების გუნდის იდეა იყო, თავიანთ სკოლაში გოგონების საფეხბუთო გუნდის შექმნა. მათი ინიციატივის ფარგლებში გაიმართა ეს შეჯიბრი. პირველი ადგილის მფლობელს თასი გადაეცა, ხოლო მეორე და მესამე ადგილის მფობელებს სიმბოლურად სერთიფიკატები და ბურთები".- თქვა სამხარაძემ

მარიამის თქმით აღნიშნულ ღონისძიებას, საქართვველოს ფეხბურთის ფედერაციის, ქალთა ფეხბურთის მენეჯერი, ქეთევან ყიფიანი ესწრებოდა. მარნეულელი გოგონების ფეხბურთის გუნდის წარმომადგენლებს, ფეხბურთის ფედერაციის პროექტის ფარგლებში 15 წლამდე გოგონების ტურნირში მონაწილეობა შესთავაზეს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები