პოლონეთიში გამართულ ტურნირზე მარნეულელი ძიუდოისტი ტურნირის ვიცე ჩემპიონი გახდა
პოლონეთის ქალაქ პოზნანში, ძიუდოში გამართულ ევროპის თასის გათამაშებაზე, მარნეულელმა კოტე კაპანაძემ წარმატებით იასპარეზა და ტურნირის ვიცე ჩემპიონი გახდა, ამის შესახებ რადიო ,,მარნეულს" მარნეულის სპორტული სკოლის პიარის სამსახურში უთხრეს. აღნიშნულ ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოს ნაკტების სპორტსმენებმა გუნდური პირველი დგილი მოიპოვეს.

,, დასრულდა პოზნანის ევროპის თასი ძიუდოში, რომელიც 23-24 აპრილს მიმდინარეობდა. ჩვენი სკოლის აღსაზრდელი, კოტე კაპანაძე 73-კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა". -გვითხრეს სპორტულ სკოლაში

ქალაქ პოზნანში გამართულ ჩემპიონატზე, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა გამოსვლა 13 მედლით დაასრულა და საერთო ჩათვლაში, როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები