სპორტის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ ტურნირში რაშად ორუჯოვმა 400 მეტრ მანძილზე სირბილში გაიმარჯვა
28 აპრილს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტში ვიქტორ სანაევის სახელობის ღია პირველობა მძლეოსნობაში ჩატარდა. ჩემპიონატზე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან 90-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრში მონაწილეობას იღებდა სპორტის უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი, 21 წლის რაშად ორუჯოვი, რომელმაც 400 მეტრ მანძილზე სირბილში პირველი ადგილი დაიკავა.

„უნივერსიტეტთა შორის მსუბუქ მძლეოსნობაში ტურნირი ჩატარდა. ეს ტურნირი სპორტის უნივერსიტეტის მიერ ჩატარდა. სხვა უნივერსიტეტებიდანაც იყვნენ სპორტსმენები. მე ამ შეჯიბრზე 400 მეტრ მანძილზე სირბილში ვიღებდი მონაწილეობას. პირველ ადგილზე გავედი, მედალი, დიპლომი და სხვა საჩუქრები მომცეს“, - აცხადებს რაშად ორუჯოვი

აღსანიშნავია, რომ ტურნირის ჩატარების ძირითადი მიზანი ცნობილი ქართველი სპორტსმენის, სამმაგი მსოფლიო ჩემპიონის ვიქტორ სანაიევის სახელის უკვდავყოფა, ახალგაზრდებში სპორტისადმი ინტერესის გაღვივება და ჯანსაღი ცხოვრების წესის გავრცელებაა.


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები