მარნეულში შულავერი-შაუმიანი-სიონი-წერაქვის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შულავერი-შაუმიანი-სიონი-წერაქვის საავტომობილო გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„არსებული გზა ძლიერ დაზიანებული იყო, ავტოტრანსპორტის გადაადგილება რთულდებოდა წვიმიან ამინდში და სასწრაფოდ საჭიროებდა რეაბილიტაციას. რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებას. კერძოდ, საგზაო სამოსის რეაბილიტაციას, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების შეკეთებას და ახლების მოწყობას. ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ავტობუსის გასაჩერებელი ადგილების მოწყობას. ასევე, გზის სავალი ნაწილის მონიშვნას და საგზაო ნიშნების მონტაჟს“ - წერს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 143 970 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები