მარნეულის სპორტსკოლა კომპიუტერებისა და აქსესუარების შეძენას 11 125 ლარად გეგმავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა კომპიუტერების, პრინტერებისა და კომპიუტერის აქსესუარების შესყიდვას გეგმავს. სპორტულმა სკოლამ კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების შესყიდვისათვის ტენდერი 25 ივლისს გამოაცხადა. სატენდერო წინადადების მიხედვით, კომპიუტერების შესყიდვას სპორტსკოლა ადმინისტრაციის საჭიროებებისათვის აპირებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მარნეულის სპორტული სკოლა შეიძენს 3 ლეპტოპს, 3 ლეპტოპის ჩანთას, 4 მაუს, 2 კლავიატურას, 7 უწყვეტი კვების წყაროს, 3 პრინტერს, 2 სისტემურ ბლოკს და 2 მონიტორს.

მარნეულის სპორტული სკოლა კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების შესყიდვისათვის 11 125 ლარის გადახდას გეგმავს. ტენდერში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა პირველი აგვისტოდან 3 აგვისტოს პერიოდში შეეძლებათ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები