მარნეულელმა მშვილდოსანმა გოგოებმა საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვეს
მარნეულელმა მშვილდოსანმა გოგოებმა ქალაქ ბათუმში გამართულ, რიგით ოცდამეშვიდე, აჭარის საერთაშორისო ტურნირში მშივლდოსნობაში წარმატებით იასპარეზეს.
მარნეულის სპორტული სკოლის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მარნეულელმა გოგოებმა გუნდურ და ინდივიდუალურ ასპარეზზე ოქროს მედლები მოიპოვეს.

გუნდური პირველი ადგილი სალომე ხარშილაძემ და თამთა ნავერიანმა მოიპოვეს, ხოლო პირველი ადგილი ინდივიდუალურ ასპარეზობაში თამთა ნავერიანმა მოიპოვა.

ანაგის მშვილდოსნობის სასროლეთზე გამართულ რიგით ოცდამეშვიდე აჭარის საერთაშორისო ტურნირში მშვილოდნობაში მონაწილეობას იღებდნენ აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ლატვიის, პოლონეთის, ლუქსემბურგისა და საქართველოს მშვილდოსნები და პარამშვილდოსნები.

რადიო „მარნეული“

ფოტო: მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ფეისბუქ გვერდიდან
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები