საქართველოს სპორტსმენები ანტალიიდან 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდნენ (VİDEO)
1-6 ნოემბერს თურქეთის ქალაქ ანტალიაში ჩატარებულ შეჯიბრში “World Martial Arts Championship 2022” საქართველოს სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა. „საქართველოს აზერბაიჯანელ სპორტსმენთა კავშირის“ თავმჯდომარე ტოფიგ აკპეროვმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ შეჯიბრზე საქართველოდან შვიდი სპორტსმენი, ერთი მსაჯი, ერთი მწვრთნელი და გუნდის დირექტორი გაემგზავრა.

„გუნდის მწვრთნელი ჰაჯი ვალიევი იყო. შეჯიბრში გუნდიდან ნამიგ საფაროვმა მიიღო მონაწილეობა როგორც მსაჯმა და ამით საერთაშორისო დონეს მივაღწიეთ. შეჯიბრში მონაწილე 7 სპორტსმენიდან სამმა ოქროს, ორმა ვერცხლის და ორმაც ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. 60 კგ წონის კატეგორიაში ოზჯან ახმედოვმა, 50 კგ კატეგორიაში ნაჰიდ ქერიმოვმა და 30 კგ კატეგორიაში ქერიმ ვალიევმა მიიღეს მსოფლიო ჩემპიონის სტატუსი, ოქროს მედლები მოიპოვეს. ამის გარდა 25 კგ-ზე ნიჰათ სოფიევმა და 65 კგ-ზე ელნარ ველიევმა ვერცხლის მედლები მიიღეს. შეჯიბრში 70 კგ წონით კატეგორიაში ქენან ბაირამოვმა და 60 კგ კატეგორიაში რუსლან ბაირამოვმა ბრინჯაოს მედალი მიიღეს. სპორტსმენების მიღებული შედეგები ძალიან მაღალია და მე ვამაყობ მთელი გუნდით. ვუსურვებ წარმატებებს, გაგრძელებას. საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი სპორტსმენების მიერ მიღებულ ისტორიულ მიღწევებს აზერბაიჯანის გამარჯვების დღეეს ვუძღვნით და დაღუპულთა სულების წინაშე ქედს ვიხრით“, - აცხადებს ტოფიგ აკპეროვი

აღსანშნავია, რომ თურქეთის ქალაქ ანტალიაში ჩატარებული “World Martial Arts Championship 2022” შეჯიბრში საქართველოსთან ერთდ თურქეთი, კვიპროსი, უკრაინა, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, პორტუგალია, ინგლისი, დანია, აშშ, ბრაზილია, მონღოლეთი, ავსტრალია, ირანი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ეგვიპტე, ინდოეთი, ქუვეითი, შევედეთი, ერაყი, შვეიცარია, ინდონეზია, ჰოლანდია და სხვა ქვეყნები იღებდნენ მონაწილეობას. 


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები