2022 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინა გახდა
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინა გახდა.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური თამაშის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა.

რაც შეეხება თამაშის მიმდინარეობას, მატჩის მეორე ნახევარში ახალგაზრდა სუპერვარსკვლავის ფრანგი კილიან მბაპეს 90 წამში გატანილი ორი გოლის წყალობით - საფრანგეთსა და არგენტინას შორის მატჩის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა და დამატებით დროში გააგრძელეს თამაში.

დამატებითი დროის მეორე მონაკვეთის დასაწყისში, მესიმ, რომელმაც თამაშის პირველ ტაიმში უკვე გაიტანა თერთმეტმეტრიანი, კიდევ ერთი გოლი გაიტანა.

ფინალის 116-ე წუთზე პენალტი დანიშნა და კილიან მბაპემ თერთმეტმეტრიანის დარტყმით ფრანგებს კიდევ ერთი გოლი მოუტანა.

შესაბამისად ანგარიში 3:3 დასრულდა, რის შემდეგაც პენალტების სერია გამოცხადდა.

Print ელ. ფოსტა
თეგები: Argentina Fransa Futbol Qətər
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები