მარნეულელი ლუკა კაპანაძე ძიუდოში საქართველოს ჩემპიონია
მარნეულელი ლუკა კაპანაძე ძიუდოში საქართველოს ჩემპიონია. ინფორმაციას მარნეულის სპორტული სკოლა ავრცელებს და წერს, რომ მიმდინარე წლის 18 თებერვალს, ქალაქ თბილისში, გაიმართა საქართველოს ჩემპიონატში ძიუდოში, მეორე დონე, სადაც წარმატებით იასპარეზა მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის აღსაზრდელმა ლუკა კაპანაძემ, (პირადი მწვრთნელი: დემური ჟორჟოლიანი) და 73 კგ წონით კატეგორიაში ტურნირის ჩემპიონობა მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ლუკა მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ერთ-ერთ წარმატებული სპორტსმენია. ის ირიცხება საქართველოს ძიუდოს ეროვნულ ნაკრებში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები