მარნეულის, გარდაბნის და გარაჩოფის სპორტსმენებმა ანტალიაში ჩატარებულ პროფესიულ შეჯიბრზე მონაწილეობა მიიღეს (ფოტო/ვიდეო)
29 აპრილს თურქეთის ქალაქ ანტალიაში პროფესიული შეჯიბრი ჩატარდა. აღნიშნულ შეჯიბრზე საქართველოს სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას. „Korkutan Fayt Arena“-ზე ჩატარებულ შეჯიბრზე მარნეულის, გარდაბანი და გარაჩოფის სპორტსმენებმა იასპარიზეს. შეჯიბრზე მონაწილე 15 სპორტსმენიდან სამშობლოში ყველა გამარჯვებით დაბრუნდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ მუღანლოში, ქუთლიარი და კაპანახჩიში მოქმედი „ჯალილ საფაროვის“ სახელობის სპორტული კლუბიდან შეჯიბრზე 3 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. სამივე სპორტსმენი გამარჯვებით დაბრუნდება. კლუბის თავმჯდომარის და მთავარი მწვრთნელის ნამგ საფაროვის თქმით, მისი სტუდენტები კარგი შედეგებით დაბრუნდნენ. ახლა ისინი მომდევნო შეჯიბრებისთვის ემზადებიან.

„შეჯიბრზე გუნდით გამოვედით და გავიმარჯვეთ. ჩემი სპორტული კლუბიდან წასულმა სამმა სპორტსმენმა გაიმარჯვა. 60 კგ წონის კატეგორიაზე რუსლან ბაირამოვი, 45 კგ-ზე რევან კოხაევი და 25 კგ-ზე ნაზიმ საფაროვი პირველ ადგილზე გავიდნენ. ლამაზი შეჯიბრი ჩატარდა. საქართველოდან წასულმა ყველა გუნდმა გაიმარჯვა. ივნისში ახალ შეჯიბრებზე მივიღეთ მიპატიჟება. ახლა ვაფასებთ ყველას. ჩემი სპორტული კლუბი სამ სოფელში- დიდი მუღანლო, ქუთლიარი, კაპანახჩში მოქმედებს. ამჟამად 100-ზე მეტი მოსწავლე მყავს“, - ნამიგ საფაროვი ამბობს.

მარნეული რამდენიმეჯერმე ადგილობრივ და საერთაშორისო შეჯიბრებზე წარადგინა რამილ მეჰდიევმა და მან ანტალიაშიც მიიღო მონაწილეობა. პროფესიულ შეჯიბრზე გამოსულმა მეჰდიევმა თავის მოწინააღმდეგეზე ნოკაუტით გაიმარჯვა.

„მე პროფესიუ შეჯიბრზე გამოვედი. 73 კგ წონის კატეგორიაზე ვიბრძოლე. მოწინააღდეგე მყავდა თურქი სპორტსმენი. ის შეჯიბრის პირველ 15 წამზე ნოკაუტზე მოვახვედრე. მე ორჯერ მომცეს პრიზი. შეჯიბრზე ჩემი სტუდენტი მულქედარ თაბრივერდიევიც იღებდა მონაწილეობას. ის უკრაინელი მოწინააღმდეგე 2-0 ანგარიშით დაამარცხა. პირველ ადგილზე გავიდა. 8 ივნისს მე ისევ დამპატიჟეს შეჯიბრზე. ისევ ვიბრძოლებ. შეჯიბრი სტამბოლში ჩატარდება. მინდა რომ ხალხმა მხარი დამიჭიროს, უფრო დიდ შეჯიბრებზე ვიბრძოლო“.

გარაჩოფის თემში მოქმედი „ბრძოლის კლუბი აფგანის“ 4 სპორტსმენი იღებდა შეჯიბრეზე მონაწილეობას. ისინი ამ შეჯიბრიდან მაღალი შედეგებით დაბრუნდნენ. კლუბის მთავარი მწვრთნელის იბრაჰიმ მამედოვის თქმით, შეჯიბრი მისი სპორტსმენებისთვის წარმატებული აღმოჩნდა.

„4 სპორტსმენი მყავდა წაყვანილი. მათგან 3 მოყვარული, 1 კი პორფესიონალი იყო. ყველამ გაიმარჯვა. პროფესიულ შეჯიბრზე გამოსულმა ემილ ქაზიმოვმა ნოკაუტით გაიმარჯვა. ეს ჩემთვის ძალიან ლამაზი გრძნობა იყო. შრომის შედეგი მივიღეთ. მომდევნო შეჯიბრებზე წასასვლელად წვრთნები დავიწეყთ. ახლა სადაც ვბრძოლობთ ამ ლიგის მოერე ეტაპი აგვისტოში ჩატარდება. ახლა იმ შეჯიბრებისთვის ვემზადებით. ღმერთის დახმარებით იმ შეჯიბრზეც მივიღებთ მონაწილეობას“, - იბრაჰიმ მამედოვი ამბობს.

6 სპორტსმენთან ერთად შეჯიბრზე წასული გარდაბანი “Fight Kickboxing”-ის კლუბის მწვრთნელი ჰაჯი ველიევის თქმით, ის სპორტსმენებისგან ელოდებოდა მაღალ შედეგებს.

„თურქეთში ჩატარებულ შეჯიბრზე ჩემი სპორტული კლუბიდან 6 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. ნიჰად სოფიევი, უმიდ მუსტაფაევი, ქერიმ ველიევი, ჯანერ მამედოვი, გოშგარ ჩობანალიევი და ელნარ ვალიევი გაიმარჯვეს. მაღალი შედეგების მიღების მჯეროდა. მოსწავლეებმა იშრომეს და დღეში ორ ჯერ გადიოდნენ წვრთნებს. მომდევნო შეჯიბრებისთვის ვემზადებით. ვიმედოვნებ რომ მომავალ შეჯიბრებზეც მივირებთ წარმატებებს“, - ჰაჯი ველიევი აცხადებს.

შეჯიბრზე მონაწილე საქართველოს სპორტსმენები სამშობლოში მედლებით და თასებით დაბრუნდნენ.



Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები