თამაზ ბოჭოიძე მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონი გახდა
მარნეულელი სპორტსმენი თამაზ ბოჭოიძე მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონი გახდა. მკლავჭიდის ევროპის ჩემპიონატი მოლდოვაში, ქალაქ კიშინოვში, მიმდინარეობს.

ჩემპიონატზე გვასახელა და ჩემპიონის ტიტული, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის სპორტსმენმა, თამაზ ბოჭოიძემ, 90 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ თამაზ ბოჭოიძე მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ერთ ერთი წარმატებული და პერსპექტიული სპორტსმენია“. - აღნიშნულია მარნეულის სპორტული სკოლის განცხადებაში

თამაზ ბოჭოიძემ ევროპის ჩემპიონობა 90 კგ წონით კატეგორიაში, მარჯვენა მკლავში მოიპოვა. თამაზ ბოჭოიძის პირადი მწვრთნელია შერმადინ ბოჭოიძე.

ფოტო: მარნეულის სპორტული სკოლა
რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები