შვიდმა მარნეულელმა კიკბოქსიორმა საერთაშორისო ტურნირზე შვიდი ოქროს მედალი მოიპოვა
მარნეულელმა კიკბოქსიორებმა სომხეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს. მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის მიერ გამოქვეყნებული ინფომაციის მიხედვით, სპორტსმენებმა შვიდი წონითი კატეგორიიდან შვიდი ოქროს მედალი და ექვსი ორგანიზაციის ქამარი მოიპოვეს.

„მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა ულოცავს სპორტსმენებს და მათ პირად მწვრთნელს კახა ჭკადუას მიღწეულ წარმატებას“. - აღნიშნულია მარნეულის სპორტული სკოლის განცხადებაში

ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს მარნეულის სპორტული სკოლის შემდეგმა სპორტსმენებმა:

34 კგ წონითი კატეგორია
პირველი ადგილი- დმიტრი ვართანიანი
35 კგ წონითი კატეგორია
პირველი ადგილი-დავიდ ვართანიანი
42 კგ წონითი კატეგორია
პირველი ადგილი-გევორგ სარქისიანი
45 კგ წონითი კატეგორია
პირველი ადგილი- დერიკ გოგიანი
51 კგ წონითი კატეგორია
პირველი ადგილი-მიხაილ გოგიანი
54 კგ წონითი კატეგორია
პირველი ადგილი- გიორგი მირზოიანი
აბსოლუტური წონითი კატეგორია
პირველი ადგილი- მიხეილ ცარციძე

კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირი სომხეთში, ქალაქ ვანადზორში, 8-9 ივლისს გაიმართა. ტურნირში მონაწილეობდნენ ირანის, სომხეთის, რუსეთის და საქართველოს წარმომადგენელი სპორტსმენები.

ფოტო: მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები