ჩინეთში ჩატარებულ შეჯიბრზე გარდაბნელმა სპორტსმენმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა (ვიდეო)
29 ივლისს ჩინეთში ჩატარებულილ კიქბოქსინგზე, საერთაშორისო შეჯიბრზე , გარდაბნელმა სპორტსმენმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ჩინეთის ქალაქ ტანგშანში ჩატარებულ შეჯიბრზე 19 წლის გარდაბნელი სპორტსმენი ელნარ ველიევმა ჩინელი მოწინააღმდეგეები დამარცხა. ელნარ ველიევი 67 კგ წონით კატეგორიაზე იბრძოლა. სპორტსმენი ახლა მომდევნო შეჯიბრისთვის ემზადება.

აღსანიშნავია რომ ელნარ ველიევი სპოეტული კლუბი Gardabani Fight Kickboxing-ის სპორტსმენია. სპოეტსმენმა დღემდე ქვეყნის და საერთაშორისო დონის შეჯიბრებზე მიიღო მონაწილეობა. ახლა კი ხელშეკრულების საფუძველზე 3 თვის განმავლობაში ჩინეთში კიქბოქსინგის შეჯიბრებზე მიიღებს მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ჩატარებულ შეჯიბრზე 19 წლის გარდაბნელი სპორტსმენი ელნარ ველიევი და 21 წლის გარაჩოფელი ელვინ კაზუმოვი პირველ ადგილზე გავიდნენ. ორივე სპორტენმა ჩინელი მოწინააღმდეგეები დამარცხეს.

აღნიშნულ შეჯიბრზე ჩინეთი, საქართველო, რუსეთი, ირანი, ტაილანტი, ვიეტნამი და რიგით სხვა ქვეყნებიდან 50-ზე მეტი სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები