მარნეულის მერიამ გუნდ „წერეთელს“ ფორმები და ბუცები 8 414 ლარად შეუსყიდა
2 სექტებმერს სოფელ წერეთლის საფეხბურთო სტადიონზე მარნეულისა და დმანისის მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდების თამაში გაიმართა. „მოყვარულთა ლიგა 2023“ საქართველოს ყუველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე გათამაშება მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს, შემდგომ ეტაპზე კი მუნიციპალიტეტები ერთმანეთს ხვდებიან და პირველობისათვის იბრძვიან.

მარნეულის სამოყვარულო გუნდმა „წერეთელი“ დმანისი 5-ით 0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ „საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის“ თხოვნის შემდგომ გუნდ „წერეთელს“ ფეხბურთის ფორმები და ბუცები შეუსყიდა.

„როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნულმა გათამაშებამ 20 ივნისს სტარტი აიღო მარნეულის მუნიციპალიტეტში, სადაც მონაწილეობდა 12 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი. ჩემპიონატი დასრულდა 20 ივლისს.
საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის სახელით, მადლობას გიხდით ორგანიზებაში და ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარებაში გაწეული დახმარებისათვის და გაცნობებთ, რომ მარნეულის მუნიციპალური ეტაპის გამარჯვებული გახდა სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი „წერეთელი“.
მუნიციპალურის შემდეგ, დაიწყება რეგიონალური ეტაპი. მარნეულის მუნიციპალური ეტაპის გამარჰვებულ გუნდს საშუალება ეძლევა მონაწილეობა მიიღოს ქვემო ქართლის რეგიონულ ლიგაში.
მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ რეგიონულ ეტაპზე მონაწილე მათი წარმომადგენელი გუნდების ფორმასა და ტრანსპორტირებას“
. - აღნიშნულია საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის მიერ მარნეულის მერისათვის მიწერილ განცხადებაში

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ გუნდ „წერეთლისათვის“ ფორმა და ბუცები გამარტვიებულიუ წესით შპს „სბმ თიმ“-სგან შეიძინა. საფეხბურთო გუნდისთვის სხვადასხვა სპორტული ტანსაცმელის შესყიდვისათვის მერიამ 3 531 ლარი გადაიხადა, ხოლო 19 წყვილ ფეხბურთის ბუცებში 4 883 ლარი გადაიხადა.

ამ ეტაპისათვის უცნობია თუ ვისთან ექნება შემდეგი თამაში გუნდ „წერეთელს“ და როდის გაიმართება ის.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები