4:0. საქართველოს ნაკრებმა კვიპროსი მეორე ტაიმში გატეხა [VIDEO]
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე ტურში, საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე კვიპროსი 4:0 დაამარცხა.

მატჩი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და საჯარიმოდან ხრისტოფის დარტყმული ბურთი მეკარე მამარდაშვილმა მოიგერია. მეათე წუთისთვის საქართველოს ნაკრები უპირატესობას დაეუფლა, ქოჩორაშვილს გატანა მეკარე მოლიმ არ დაანება. თუმცა, შემდეგ თამაში მეტ-ნაკლებად გათანაბრდა, მომენტები არ იქმნებოდა, ტემპი დაბალი იყო. 39-ე წუთზე ხრისტოფი მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში და მის მიერ მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა ფეხით მოიგერია და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმი „ჯვაროსნებმა“ უკეთ დაიწყო და კიტეიშვილმა ჩვენი გუნდი დააწინაურა.
აქედან მოყოლებული თამაშის სურათი შეიცვალა, უფრო თვალსასეირო გახდა, საქართველოს ნაკრებმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა და ჩაკვეტაძის პასით კვარაცხელიამ ანგარიში გაზარდა. 82-ე წუთზე დავითაშვილის სწრაფი კონტრშეტევისას კვარაცხელიას გადაცემულ ბურთს შენგელიამ მოლის კარში მიუჩინა ადგილი. კომპენსირებულ დროში ბურთი საჯარიმოში ხელზე გოგიჩს მოხვდა და მიქაუტაძემ პენალტით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრები A ჯგუფში 7 ქულით მეოთხე ადგილზეა და 2 შეხვედრა აქვს დარჩენილი: 16 ნოემბერს სახლში შოტლანდიასთან და 19 ნოემბერს გასვლაზე ესპანეთთან.

თბილისი. „მიხეილ მესხი“. 15 891 მაყურებელი
საქართველო - კვიპროსი 4:0
გოლები: 1:0 კიტეიშვილი (46), 2:0 კვარაცხელია (58), 3:0 შენგელია (82), 4:0 მიქაუტაძე (90+5, პენ)

საქართველო: მამარდაშვილი, აზაროვი (შენგელია 71), კაშია, კვირკველია, ლოჩოშვილი, კიტეიშვილი (კვეკვესკირი 85), მამუჩაშვილი, ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 71), ქოჩორაშვილი, კვარაცხელია (მექვაბიშვილი 85), ზივზივაძე (მიქაუტაძე 59)

წყარო: sportoll.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები