მარნეულელი სპორტსმენი ავარიის შედეგად გარდაიცვალა
მარნეულელი სპორტსმენი ბექა წიფიანი ავარიაში მოყოლიდან მესამე დღეს გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით ბექა წიფიანი თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, 17 ოქტომბერს, საღამოს საათებში, გარდაიცვალა.

ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეულში 14 ოქტომბერს, ღამით, მოხდა. შემთხვევის შედეგად დაზიანებები მიიღო კიდევ სამმა პირმა, ორი მათგანი ამ დრომდე აგრძელებს მკურნალობას.

22 წლის მარნეულელ სპორტსმენს სხვადასხვა სახის ადგილობრივ თუ საერთაშორისო ტურნირებში ჰქონდა წარმატება მოპოვებული.

რადიო „მარნეულის“ გუნდი უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები