საქართველოს სპორტსმენებმა გერმანიაში ჩატარებულ შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს
20-22 ოქტომბერს საქართველოს სპორტსმენებმა გერმანიის ქალაქ რუსელშეიმში ჩატარებულ კიკბოქსინგის მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღეს მონაწილეობა.

ორგანიზაცია “WFMC” მიერ ორგანიზებულ ჩემპიონატზე საქართველო 4 სპორტსმენით და ერთი მწვრთნელით წარსდგა.

„საქართველოს აზერბაიჯანელ სპორტსმენთა კავშირის“ თავმჯდომარე ტოფიგ აქბეროვი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ისინი მიღებული შედეგისათვის წლების განმავლობაში შრომბდნენ.

„შეჯიბრზე გარდაბნიდან და თელავიდან 4 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. ისინი ისფაჰან ალიევის ხელმძღვანელობით შეუერთდნენ შეჯიბრს. ქენან ბაირამოვი K-1-ზე პირველ ადგილზე გავიდა. რესანთ აშიროვმა კი კიკლაიტზე დაიკავა პირველი ადგილი. ინტიგამ ორუჯოვი K-1-ზე და კიკლაიტზე იღებდა მონაწილეობას. კიკლაიტზე მეორე ადგილი დაიკავა. K-1-ზე კი მესამე ადგილზე გავიდა. ავთანდილ მეჰდიევი კი სხვა წონით კატეგორიაში K-1-ზე მესამე ადგილზე გავიდა. ყველა სპორტსმენი წარმატებით გამოვიდა. ჩვენს გუნდს ვულოცავ მაღალი შედეგების მიღებას და ვულოცავ იმ ადამიანებს ვინც მათთან მუშაობდა“, - აცხადებს ტოფიგ აკბეროვი

გერმანიის ქალაქ რუსელშეიმში ჩატარებულ კიგბოქსინგის მსოფლიო ჩემპიონატზე 30-ზე მეტი ქვეყნიდან 1 200 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები