საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა გამარჯვებით დაასრულა
გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ასპარეზობა დაასრულა. ქართველი ხელბურთელები ბოლო მატჩში ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდნენ და მეტოქე ანგარიშით 22:19 დაამარცხეს, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ტიტე კალანდაძის გუნდმა ამ გამარჯვებით E ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრების მეკარე ზურაბ ცინცაძე დასახელდა.

ეროვნული
ნაკრებისთვის 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი ისტორიულია, რადგან კონტინენტის პირველობაზე ქართველმა ხელბურთელებმა პირველად იასპარეზეს.

2024 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული 28 იანვარს ქალაქ კიოლნში გამოვლინდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

3. გიორგი ლაპიაშვილი („ბათუმი“) 7. ხაზეინ რუსტამოვი („ისკრა“, ბოსნია-ჰერცეგოვინა) 9. გიორგი არეშიძე („სტუ პეგასი“) 10. ირაკლი კბილაშვილი („პოტაისა“, რუმინეთი) 11. გიორგი ცხოვრებაძე („გუმერსბახი“, გერმანია) 12. ზურაბ ცინცაძე („აზოტი“, პოლონეთი) 14. თეიმურაზ ორჯონიკიძე („ოჰრიდი“, ჩრდილოეთ მაკედონია) 15. ირაკლი გოგოლაძე („ბათუმი“) 16. გიგი რუხაძე („ქუთაისი“) 18. ერეკლე არსენაშვილი („პუენტე“, ესპანეთი) 1. სანდრო დარსანია („ბელენენსეში“, პორტუგალია) 24. ზურაბ გოგავა („კოტბუსი“, გერმანია) 30. ზურაბ აბრამიშვილი („ბათუმი“) 34. მირიან გავაშელიშვილი („საბაცი“, სერბეთი) 71. გიორგი დიხამინჯია („ლოვოშიცე“, ჩეხეთი) 87. დავით ნიქაბაძე („სარატოვი“, რუსეთი) 94. ზურიკო სიმონია („ქუთაისი“).

წყარო: imedinews.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები