მარნეულში ორი სკვერის მოწყობა და ორი სტადიონის რეაბილიტაცია 595 003 ლარად იგეგმება
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა ქალაქ მარნეულში რუსთაველის N81-ში და ჯანდარის დასახლებაში სკვერებისა მოწყობასა და არსებული სტადიონების რეაბილიტაციას გეგმავს. მარნეულის მერიამ სამუშაოების შესყიდვისათვის ტენდერი 26 იანვარს გამოაცხადა.

ჯანდარის დასახლებაში და რუსთაველის N81 მოსაწყობის სკვერისა და სარეაბილიტაციო სტადიონის პროექტების მიხედვით, ორივე ლოკაციაზე განახლდება არსებული სტადიონები და მოეწყობა სკვერები. სკვერებში განთავსებული იქნება ატრაქციონები ბავშვებისათვის და ღია სავარჯიშო სივრცეები.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ
ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ქუჩა №-81-ის მიმდებარედ სკვერის მოწყობა და არსებული სტადიონის რეაბილიტაციის და ქალაქ მარნეულში, ჯანდარის დასახლებაში არსებული სპორტული მოედნის რეაბილიტაციის და სკვერის მოწყობის სამუშაოების შესყიდვისათვის 595 003 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

რუსთაველის N81-ის მიმდებარედ არსებული სტადიონის რეაბილიტაციისა და სკვერის მოწყობის პროექტის ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, სამუშაოების ღირებულება 277 078 ლარს არ უნდა აჭარბებდეს. რაც შეეხება ჯანდარის დასახლებაში არსებული სტადიონის რეაბილიტაციისა და სკვერის მოწყობის პროექტს, მისი ღირებულება 317 925 ლარზე მეტი არ უნდა იყოს.

ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 14-დან 19 თებერვლამდე პერიოდში შეეძლებათ. ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 დღის განმავლობაში განახორციელოს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123