რამინ შამილიშვილმა ატაცში ვერცხლის მედალი მოიპოვა
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოდან პირველი მედალი რამინ შამილიშვილმა (-55 კგ) მოიპოვა. მან ატაცში 111 კგ დაძლია და ერთით ჩამორჩა თურქ სპორტსმენს, მუამერ შაჰინს.

მეოთხე იყო გოდერძი ბერდელიძე, რომელმაც 109 კგ-იანი შტანგა ასწია.

რამდენიმე წუთში განახლდება რეპორტაჟი სოფიიდან, სადაც ბრძოლები მეორე მოძრაობაში, აკვრაში გაიმართება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები