გარდაბნელი სპორტსმენი ემილ ხალილოვი კამბოჯაში მუაიტაის პროფესიონალურ რინგზე გამოვა
გარდაბნელი სპორტსმენი ემილ ხალილოვი 17 თებერვალს კამბოჯაში მუაიტაის პროფესიონალურ შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას. მისი მოწინააღმდეგე კამბოჯაელი სპორტსმენი იქნება.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „ყალაჯარალის“ სპორტული კლუბის ხელმძღვანელმა ისფაჰან ალიევმა განაცხადა, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად, მუაიტაის და კიკბოქსინგის სახეობაზე შეჯიბრში საქართველოს კამბოჯაში მისი მოსწავლე წარადგენს.

„ჩვენი ქვეყანა დღემდე კამბოჯაში სპორტის სფეროში არავის არ წარუდგენია. პროფესიონალურ მუაიტაის ბრძოლა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ტელევიზიის მეშვებით პირდაპირი ეთერით გავრცელდება. ჩვენს სპორტსმენს სახელმწიფოსა და ერის მიერ მხარდაჭერა ექნება. ემილ ხალილოვი ამ დრომდე ტაილანდში რჩება და წვრთნებს გადის. შრომა ჩადო და მოემზადა ამ შეჯიბრისთვის. უნდა იცოდეთ, რომ ემილს ამ გზაზე ხვდება ფინანსური სირთულეები. ბრძოლობს რომ ქვეყანა ღირსეულად წარადგინოს. სპორტსმენის ფინანსური მდგომარეობა სუსტია და ამიტომ ტაილანდში წვრთნების გავლასა და შეჯიბრში მონაწილეობაში ხელი ეშლება. ემილის ტაილანდში შეჯიბრისთვის მომზადება და მასში მონაწილეობის მიღება მისი მწვრთნელის და ახლო მეგობარის ქენან ბაირამოვის მხარდაჭერით მოხდა. ასეთ სპორტსმენს ხალხი და ქვეყანა უნდა ეხმარებოდეს ფინანსურად და მორალურად, ამას ველოდებით“, - აცხადებს გარდაბნელი მწვრთნელი ისფაჰან ალიევი.

აღსანიშნავია, რომ ემილ ხალილოვი გარდაბანში მოქმედი „ყარაჯალარის“ სპორტული კლუბის სპორტსმენია. მისი მთავარი მწვრთნელი კი ისფაჰან ალიევია. 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები