მარნეულელმა გოგოებმა ძიუდოს ჩემპიონატში გაიმარჯვეს
მარნეულელმა ძიუდოისტმა გოგოებამ თბილისში გამართულ აფხაზეთის ძიუდოს
აკადემიის ღია პირველოის შეჯიბრზე გოგონათა შორის პირველი ადგილები
დაიკავეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის განცხადებით, ჩემპიონატი 8
მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, გაიმართა.
„ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს და ჩემპიონობა
მოიპოვეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ძიუდოისტმა
გოგონებმა ქეთი ხარაზიშვილმა და ლიზა დავაძემ“. -
აღნიშნულია განცხადებაში
ქეთი ხარაზიშვილმა 57 კგ წონით კატეგორიაში, ხოლო ლიზა დავაძემ 63 კგ
წონით კატეგორიაში დაიკავა პირველი ადგილი.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის განცხადებით, სპორტული
სკოლისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულ მიმართულებას გოგონათა სპორტის
განვითარება და მომავალ თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა
წარმოადგენს.
პირველადგილოსანი სპორტსმენების მწვრთნელები ზაზა დავაძე და სანდრო
იაკობაშვილი არიან.
რადიო „მარნეული“