რუმინელი სამართალდამცავები შავი ზღვის სანაპიროზე
ძებნის მასშტაბურ ოპერაციას ატარებენ.
აქ პოლიციამ უკვე იპოვა რამდენიმე შეკვრა კოკაინი, რომლის წონა 130
კგ-ს აღწევს. ძებნის ოპერაციაში 300 სამართალდამცავი და სანაპირო
დაცვის 14 ხომალდია ჩართული. წერს "
ნეტგაზეთი" BBC -ზე
დაყრდნობით.
პოლიციამ მოსახლეობას მოუწოდა, თუ რაიმე პაკეტს იპოვიან სანაპიროზე,
დაუყონებლივ აცნობონ სამართალდამცავებს და თავიანთთვის არ
შეინახონ.
ვარაუდობენ, რომ სანაპიროზე გამორიყული კოკაინი არის 2 კვირის წინ
მიტოვებული გემიდან, რომელზეც ასევე იპოვეს 1 ტონამდე კოკაინი.
საქმეზე სერბეთის 2 მოქალაქე დააკავეს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუმინეთში დიდი ოდენობით
ნარკოტიკს პოულობენ. BBC-ის ცნობით, ამ მარშრუტს სამხრეთ ამერიკიდან
ევროპაში ნარკოტიკის ტრანზიტისთვის აქტიურად იყენებენ.