სომხეთი პასუხს აგებს - აზერბაიჯანის საგარეო უწყება
აზერბაიჯანი სომხეთს პასუხს აგებინებს რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის საერთაშორისო კონვენციის დარღვევისათვის.

ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ელნურ მამედოვმა "Twitter-ის" საკუთარ გვერდზე დაწერა.

"უახლოეს დღეებში ჩვენ სომხეთს დავაკისრებთ პასუხისმგებლობას რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის საერთაშორისო კონვენციის დარღვევისათვის. ოკუპაციის დროს აზერბაიჯანელების ადამიანის უფლებების 30 წლიანი დარღვევა მიუღებელია",
- წერს იგი.



წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები