დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2024 წლის არჩევნებში პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავის კანდიდატურას წამოაყენებს.

„იმისთვის, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გავხადო, ვაცხადებ ჩემს კანდიდატურას შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე“,
- განაცხადა ტრამპმა ფლორიდაში, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე.

ექსპრეზიდენტის თქმით, მისი საარჩევნო კამპანია გააერთიანებს ადამიანებს.

„ეს არ იქნება ჩემი კამპანია, ეს იქნება ჩვენი კამპანია ერთად",
- აღნიშნა ტრამპმა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები