ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა დროის მოთხოვნაა
ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კონფლიქტები სამუდამოდ არ შეიძლება გაგრძელდეს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აზიის პოლიტიკური პარტიების საერთაშორისო კონფერენციის (ICAPP) მონაწილეებს განუცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა დროის მოთხოვნაა.

„აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა საერთაშორისო სამართლისა და სამართლიანობის პრინციპების საფუძველზე დროის მოთხოვნაა. ამ თვალსაზრისით, პოლიტიკური პარტიების ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, რათა ხელი შეეწყოს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას, თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებს, მისასალმებელია“
, - აღნიშნა ალიევმა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები