"ეს ქალი არის შემცდარი საქართველოს მოქალაქე და არა ,,დამღუპველი თათარი" - გიორგი კეკელიძე
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე "ფეისბუკის" გვერდზე მარნეულში დადასტურებულ კორონავირუსის შემთხვეს ეხმაურება და წერს რომ:

1. ქალი, რომელმაც ავადმყოფობა დამალა და გაავრცელა, ცხადია, არის უპასუხისმგებლო მოქალაქე - სპეციფიკური კონტექსტით.
2. ქალი, რომელმაც ავადმყოფობა დამალა და გაავრცელა, ამავდროულად, თვითონვეა მსხვერპლი და გამოჯანმრთელებას ვუსურვებ
2. ეს ქალი არის შემცდარი საქართველოს მოქალაქე და არა ,,დამღუპველი თათარი"
3. ისეთივე საქართველოს მოქალაქეები არიან, კარანტინიდან რომ გარბიან და გადამყვანებს სახეში ულაწუნებენ
და ბოლოს როდის იყავით ან მარნეულში, ან ბოლნისში, ან ახალქალაქში, ან ახალციხეში, ან დმანისში – ახლა რომ გაჰკივით? დაგვღუპა, დაგვღუპაო. კი არ დაგვღუპა, ერთად დავიღუპეთ. თავს არ ვიქებ ან ახლა რა თავის ქების დროა, მაგრამ კვირაში ერთხელ რომ დავდიოდით, ქართულის გაკვეთილებს ვატარებდით და წიგნები ჩაგვქონდა, ვიღაცას აქ შეიძლება თავისგამოსაჩენი აქციები ეგონა. ან ახლაც ასე ჰგონია.
იქ შესანიშნავი ადამიანები ცხოვრობენ, განსაკუთრებით ახალგაზრდები. მთავარია მათ ხშირად და ცხადად ველაპარაკოთ.

შეგახსენებთ, რომ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდნენ. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ 23 მარტს, 00:30 საათზე გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები