მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკაში ერთ მარნეულელს კორონავირუსი
დაუდასტურდა.
რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკურმა დირექტორმა
ტატა შენგელაიამ თქვა, რომ 4-5 აპრილს, კლინიკაში 6 პაციენტი
შეიყვანეს კორონავირუსის სიმპტომებით. პაციენტების ტესტირების
პასუხები დღეს, 6 აპრილს, გახდა ცნობილი.
„მარნეულის რეგიონიდან ერთ პაციენტს, 55 წლის ქალს,
დაუდგინდა კორონავირუსი. ის უკვე გადაიყვანეს თბილისში. დანარჩენ
პაციენტებს ვირუსი არ დაუდგინდათ“ - განაცხადა ტატა
შენგელაიამ
3 აპრილს, მარნეულის საველე ჰოსპიტალსა და "ჯეო ჰოსპიტალში"
კორონავირუსზე ჩატარებული
10 ტესტის პასუხების მიხედვით, კორონავირუსი ერთ ადამიანს
დაუდასტურდა, რომელიც ბოლნისიდანაა.
4 აპრილს,
მარნეულის
საველე ჰოსპიტალი, რომელიც „ჯეო ჰოსპიტალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე
იყო გაშლილი, დაშალეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ
მიიღეს, რაც „ჯეო ჰოსპიტალს“ კარანტინი მოეხსნა.
მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 2
3
მარტს გადავიდნენ. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ
მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.
31 მარტიდან, საქართველოში მოქმედებს კომენდანტის საათი,
მოსახლეობისათვი საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილება
აკრძალულია.