სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენი
ქვეყანა აღარ არის ისეთი სუსტი, როგორიც წლების წინ იყო, - ამის
შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მაია ბითაძემ ჟურნალისტებთან
საუბრისას განაცხადა, რითაც სუს-ში დაწყებულ გამოძიებას გამოეხმაურა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის გამოძიება, რომელიც უწყების მტკიცებით,
ტერორისტული აქტის მომზადებას ეხება, დაკავშირებულია ოლივერ ვარჰეის
“გაფრთხილებასთან“.
უკრაინაში მებრძოლმა ნადიმ ხმალაძემ გამოკითხვის შემდეგ აღნიშნა, რომ
მას კითხვები უკრაინაში ყოფნასთან და წარსულში საქმიანობასთან
დაკავშირებით დაუსვეს. ხმალაძე აღნიშნულს წინასაარჩევნო დაშინებად
აფასებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „პუბლიკას“ დაუდასტურეს
ინფორმაცია, რომ უწყების ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი ამერიკის
შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა ვიზიტით.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კვლავ „რევოლუციურ სცენარზე”
საუბრობს და ამტკიცებს, რომ „პირთა გარკვეული ჯგუფები” ცდილობენ
საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ
„პროვოკაციები”, რაც მათი განცხადებით, მიზნად ისახავს „დესტრუქციული
და ძალადობრივი” სცენარების განვითარებას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უწყების
თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი
შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების
ბრალდებით ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა
და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ორი ყოფილი
მენეჯერი დააკავეს.