6 ოპოზიციური პარტია – „ნაციონალური მოძრაობა”, „ლელო”, „დროა”,
„ახალი”, „სტრატეგია აღმაშენებელი”, „გირჩი მეტი თავისუფლება”
ერთიანობის დეკლარაციას აწერს ხელს, რაც გულისხმობს გაერთიანებას,
როგორც არჩევნებამდე ასევე, არჩევნების შემდეგ.
სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მთავრობის მიმართ კრიტიკულად
განწყობილ ადამიანებზე თავდასხმას ეხმაურება და წერს, რომ კრიტიკული
აზრის მქონე მოქალაქეების, მათი ოჯახის წევრებისა და შვილების დევნა,
დაშინება, ფიზიკური ანგარიშსწორება დანაშაულია და სამართალდამცველების
მხრიდან მყისიერ რეაგირებას მოითხოვს.