საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კაია კალასს ევროკავშირის
უმაღლეს წარმომადგენლად დანიშვნას ულოცავს, ხოლო ჯოზეფ ბორელს
მადლობას უხდის გაწეული სამსახურისა და საქართველოს ურყევი
მხარდაჭერისთვის.
[საქართველოს რუსეთისკენ შეტრიალება] შესაძლოა გეგმა იყოს. ამის
შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა
Politico-სთან საუბარში განაცხადა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ საქართველოს
პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც
პრეზიდენტი ტექნიკური მთვარობის შემადგენლობას არჩევნებამდე
წარადგენს. სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციას სთხოვა კიდევ ერთხელ
დაედასტურებინათ, რომ ქარტიაში გაწერილი ვალდებულებების ერთგულნი
არიან.
სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა ცენზურის დამკანონებელ კანონს.
საუბარია “ქართული ოცნების” მიერ ოჯახური ღირებულებებისა და
არასრულწლოვანთა დაცვის მოტივით მიღებულ კანონზე.