შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, ქვემო ქართლის, აჭარის,
იმერეთის და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი, მათ შორის 7 ნარკორეალიზატორი
დააკავეს.
საქართველო ყაზახური ხახვის იმპორტის მოლოდინშია. EastFruit-ის
ცნობით, მიმდინარე წელს ქვეყანა საქართველოსა და აზერბაიჯანში
ექსპორტზე 160 ათას ტონა ხახვს გაიტანს.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” საკონტაქტო პირებზე დაყრდნობით წერს,
რომ გასულ კვირას გალის რეგიონში ენგურს გაღმა საქართველოს
მიმართულებით და უკან, რუსულ ნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური
მოძრაობა შეინიშნებოდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლების მიერ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან
კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლენილია საქართველოს საბაჟო
საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების
დარღვევით გადმოტანის ორი ფაქტი, რაზეც დაკავებულ იქნა ორი პირი.
საქართველოში სამედიცინო და გამაჯანსაღებელი მიზნით შემოსული
ტურისტების რაოდენობა რეკორდულად შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ
2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, მცირედით გაიზარდა, პანდემიამდელ
მაჩვენებელს, თითქმის 5-ჯერ ჩამორჩება.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა ოკუპირებულ
რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და
ფაქტი კანონდარღვევად მიიჩნია.