შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პანკისში
მომხდარი დაპირისპირების შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარება
აღმოუჩინეს 27 ადამიანს, მათ შორის 12 ადგილობრივს და 15
სპეცდანიშნულების თანამშრომელს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ
პანკისის ხეობაში განაცხადა, რომ ყველა, ვინც დღეს შსს-ს
თანამშრომლებზე ფიზიკურად იძალადა, კანონის შესაბამისად აგებს
პასუხს.
სირიაში პანკისელი ადამ გუმაშვილის დაღუპვა ოჯახმა დაადასტურა. ადამ
გუმაშვილმა 5 წლის წინ დატოვა ხეობა. ის ტერორისტული ორგანიზაცია
“ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა
„ქართული ოცნების“ ოფისთან პანკისელების აქცია მიმდინარეობს. აქციის
მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, დაისაჯონ პანკისის ხეობაში ჩატარებულ
სპეცოპერაციაზე პასუხისმგებელი პირები,