მარნეულში ე.წ. "ჭკვიანი კამერების" დამონტაჟება დაიწყო
მანეულში ჭკვიანი კამერების დამონტაჟება დაიწყო. როგორც მერიაში განმარტავენ მარნეულში სულ 201 კამერა განთავსდება.
85 კამერა იმ ავტომობილების ამომცნობი იქნება, რომელსაც ტექნიკური დათვალიერება გავლილი არ ექნება.   

ე.წ. ჭკვიანი კამერების დამონტაჟება მარნეულში ივლისის თვემდე გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ 14 იანვრიდან 17 იანვრის ჩათვლით, მას შემდეგ, რაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებაგაუვლელი ავტომობილების დაჯარიმების პროცესში ე.წ. ჭკვიანი კამერებიც ჩაერთო, საერთო ჯამში, 6 654 ჯარიმა გამოიწერა.

უკონტაქტო პატრულირების ელექტრონული სისტემა საგზაო მოძრაობის დამრღვევებს დააჯარიმებს. ძირითადად ვიდეოკამერა ხუთი სახის დარღვევას გამოავლენს, ესენია: წითელ შუქნიშანზე გავლა, ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა, მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობა, მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება და დაშვებული ნორმის გადაჭარბება და საშუალო სიჩქარის დარღვევა.

საგზაო მოძრაობის დამრღვევებს ჯარიმის შესახებ მოკლეტექსტური შეტყობინება ტელეფონზე მიუვათ. გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმა რეგისტრაციის მისამართზე 2-ჯერ მივა, რის შემდეგაც კი უკვე საურავი დაირიცხება. ვიდეოჯარიმები ქულების სისტემაზე არ იმოქმედებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები