სიახლე
მერიამ ქობულეთში ახალგაზრდების ტრანსპორტირებისთვის 7 040 ლარი დახარჯა
მარნეულის მუნიციპალიტეტმა ქობულეთში ახალგაზრდების ტრანსპორტირებისთვის 7 040 ლარი დახარჯა. ამის შესახებ მერიიდან გამოთხოვილ ინფორმაციაში ვკითხულობთ, სადაც წერია, რომ ერთი წლის განმავლობაში მერიამ (აგვისტო-სექტემბერი) ქობულეთში, კინტრიშის ხეობაში საზაფხულო ბანაკში მარნეულელი ახალგაზრდები 3-ჯერ წაიყვანა.

სამივე შემთხვევაში ტრანსპორტირების თანხა განსხვავებულია:

1. ქობულეთში, კინტრიშის ხეობაში გამართულ ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეობის მისაღებად მარნეულის მუნიციპალიტეტის აქტიური ახალგაზრდების ტრანსპორტირებაში - 4 241.23 ლარი დაიხარჯა.

2. ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კინტრიშის ხეობაში საზაფხულო ბანაკში "I see you" მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების ტრანსპორტირებაში - 1 384.65 ლარი.

3. ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კინტრიშის ხეობაში საზაფხულო ბანაკში "I see you" მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების ტრანსპორტირებაში - 1 414.32 ლარი.

სულ ჯამში გახარჯული თანხა 7 040.19 ლარს შეადგენს. როგორც ჩვენთან საუბარში "I see you"-ს მარნეულის ხელმძღვანელი, ირაკლი ქველაძე ამბობს, საგანმანათლებლო/გასართობ ბანაკში ტრანსპორტი ახალგაზრდების რაოდენობის მიხედვით მიჰყავდათ. „იყო შემთხვევა, როდესაც 3 ავტობუსიც დაგვჭირდა“ – გვითხრა ქველაძემ.

მარნეულის მერიამ 2018 წელს მგზავრების გადაყვანის მიზნით სამგზავრო/სატრანსპორტო საშუალებების დაქირავების (მძღოლთან ერთად) მომსახურებისთვის სულ 3 0669,84 ლარი დახარჯა. ხელშეკრულება თავიანთ ბალანსზე მყოფ სატრანსპორტო კომპანიას შპს "ექსპრეს ტურისტს“ გაუფორმეს და ასათვისებელი თანხა 11702,16 ლარის ოდენობით დარჩათ.

რადიო „მარნეული“


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია