სიახლე
მარნეულის საკრბეულოს ვაკანტური ადგილები ხელშეკრულებით დასაქმებულმა პირებმა დაიკავეს
დღეს, 12 თებერვალს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული სამი შტატის შემცირებაზე მიიღეს გადაწყვეტილება.

როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას საკრებულოს აპარატის უფროსმა ნინო ბერიძემ თქვა, ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლების რაოდენობა იმიტომ შემცირდა, რომ ისინი აპარატში ოფიციალურად გათვალისწინებულ შტატებში გადავიდნენ.

საკრებულოს აპარატის უფროსმა განმარტა, რომ შრომითი ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლების რაოდენობის შემცირება აუდიტის სამსახურის დასკვნას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც, მარენულის საკრებულოში დაშვებულზე მეტი რაოდენობის შრომითი ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომელია.

ამ ეტაპზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში 14 შრომითი ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომელი და 29 პროფესიული საჯარო მოხელე მუშაობს.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია