სიახლე
პროკურატურა მარნეულის ყოფილი მერის გამამართლებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს
12 თებერვალს, რუსთავის საქალაქო სასამართლოში მარენულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის საქმის განხილვა მიმდინარეობდა.

აბაზოვს 2018 წლის 14 ივნისს, პროკურატურამ ბრალი მარნეულში მცხოვრები ელჩინ ალაჰვერდიევის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი ქმედების გამო წაუყენა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ თემურ აბაზოვი გაამართლა.

საქართველოს პროკურატურაში რადიო „მარენულს“ განუცხადეს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდგომ, პროკურატურა თემურ აბაზოვის გამამართლებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

მარნეულის ყოფილი მერი და მისი უფლებადამცველი რადიო „მარნეულის“ ზარებს ამ დრომდე არ პასუხობენ.

შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის საქმე მარნეულის მერის მიმართ საქართველოს სსკ-ის 144.3-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ. 6 სექტემბერს მარნეულის მერს თემურ აბაზოვს ბრალი დაუმძიმდა და გამოძიებას 25, 157.1 მუხლის პირველი და მეორე ნაწილები დაემატა, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის მოპოვება, ორგანიზება, ინტერნეტით და სოციალური ქსელებით გავრცელებას გულისხმობს.

რადიო „მარნეული“


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები