მარნულში 12 თვითიზოლაციაში მყოფი პირია
12 მარტს საქართველოს სამი მოქალაქე კორონავირუსის გამო თვითიზოლაციის წესების დაარღვის ფაქტზე გამოვლინდა. ერთ-ერთი მათგანი მარნეულიდანაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოქალაქეები, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.

მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ ლაფერაძემ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, რომ მარნეულში სულ 12 თვითიზოლაციაში მყოფი პირია.

ლაფერაძე ამბობს, რომ მარნეულის მასშტაბით თვითიზოლაციის წესი მხოლოდ ერთმა ადამინმა დაარღვია.

შსს-ში აღნიშნავენ, რომ თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქის მიერ დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის (NCDC) გადაწყვეტილების შესაბამისად, პოლიცია უზრუნველყოფს პირის იძულებით კარანტინში მოთავსებას.

“შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით აქტიურად აგრძელებს”
– აცხადებენ შსს-ში.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები